|
2025-04-13 17:16:45, 990 ნახვა
მსოფლიო
უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები თურქეთში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავენ
რუსეთისა და უკრაინის ოფიციალური პირები 15-16 აპრილს ანკარაში, საზღვაო-სამხედრო ძალების სარდლობის შტაბბინაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრას გამართავენ, - ინფორმაციას CNN türk-ი თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, თურქეთის თავდაცვის უწყებამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 15-16 აპრილს ანკარაში, საზღვაო-სამხედრო ძალების სარდლობის შტაბბინაში შეხვედრა გაიმართება, რომელზეც რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს განიხილავენ. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა უცხო ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება. უწყება არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრებიან შეხვედრას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)