|
2025-04-12 16:38:30, 881 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - ბუქარესტის სამიტის შემდეგ, სააკაშვილი რუს სამშვიდობოებს თავს დაესხა
ბუქარესტის სამიტზე გაკეთებულ ჩანაწერში, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა იქნებოდნენ ნატო-ში, ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადება იყო, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა. ლავროვის თქმით, ბუქარესტის სამიტის შემდეგ რამდენიმე თვეში სააკაშვილმა გონება დაკარგა და ბრძანება გასცა რუს სამშვიდობოებზე თავდასხმის შესახებ. „ნათქვამი იყო, რომ არცერთ ქვეყანას, არცერთ ქვეყანათა ჯგუფს, არცერთ ორგანიზაციას ევროატლანტიკურ, ეუთო-ს სივრცეში არ შეუძლია დომინირების პრეტენზია ჰქონდეს. ნატო სწორედ ამას აკეთებდა. როდესაც პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში, არჩეულ იქნა პრეზიდენტად, მან არაერთხელ გააფრთხილა ამ კურსის ძალიან სახიფათო ბუნების შესახებ. 2007 წელს მიუნხენში პუტინის გამოსვლას თუ ახლა გადავხედავთ, სამწუხაროდ, ეს იყო ძალიან შორსმჭვრეტელური. 2008 წელს ნატო-ს სამიტი ბუქარესტში, რომელსაც ასევე მოჰყვა რუსეთ-ნატო-ს სამიტი. პრეზიდენტ პუტინთან ერთად, მე იქ ვიყავი როდესაც გამოცხადდა, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა არ დაუშვეს გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ოფიციალურად დაიწყებდა მოლაპარაკების პროცესს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში მიღებისთვის. გერმანელები და ფრანგები ამით ამაყობდნენ, თუმცა მათ დეკლარაციაში შეიტანეს განცხადება, რომ საქართველო და უკრაინა იქნებოდნენ ნატო-ში. როდესაც პუტინმა მერკელს ჰკითხა, რა განსხვავებაა, მერკელმა უპასუხა: „არა, არა, არა, არა. ეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადებაა. რისი თავიდან აცილებაც შევძელით, იყო სამართლებრივი პროცესის დაწყება“. თუმცა გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს ბავშვურია, რადგან სააკაშვილმა მართლა დაკარგა გონება ბუქარესტის შემდეგ რამდენიმე თვეში, როდესაც ბრძანება გასცა რუსი სამშვიდობოებზე თავდასხმის შესახებ და თავად დაარღვია ეუთო-ს მიერ მხარდაჭერილი შეთანხმება“, – განაცხადა ლავროვმა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)