|
2025-04-11 12:15:08, 630 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - რუსეთმა აშშ-ს სანქციების სიიდან ამოღების წინადადებით მიმართა
რუსეთმა აშშ-ს შესთავაზა, რომ „აეროფლოტი“ სანქციებიდან ამოიღონ, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია. პირდაპირი რეისების აღდგენა „აეროფლოტისთვის“ სანქციების მოხსნის შედეგი უნდა იყოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ეს (საჰაერო მიმოსვლის აღდგენას) არ გამოიწვევს, არამედ უნდა იყოს „აეროფლოტისთვის“ სანქციების მოხსნის შედეგი. ასეთი წინადადება ერ-რიადში ერთ თვეზე მეტი ხნის წინ გამართულ შეხვედრამდე გავაკეთეთ. ამერიკელებმა ეს მიიღეს. ჯერჯერობით, ჩვენ არ გვინახავს რაიმე საპასუხო ნაბიჯი“, - განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს ყაზახეთში, დსთ-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ, როდესაც უპასუხა შეკითხვას, გამოიწვევს თუ არა საჰაერო მიმოსვლის აღდგენა „აეროფლოტის“ წინააღმდეგ სანქციების მოხსნას. მან კომენტარი გააკეთა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის პატიმრების გაცვლის შესახებაც და განაცხადა, რომ ეს ხელს უწყობს ნდობის განმტკიცებას, თუმცა მის საბოლოოდ აღდგენას დიდი დრო დასჭირდება. „გაცვლის იდეა ორივე მხრიდან ერთდროულად დაიბადა. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ჰუმანიტარული ჟესტი, თუნდაც ორი ადამიანის ოჯახებთან გაერთიანებას ეხებოდეს, ყოველთვის დადებითია“, - განაცხადა ლავროვმა. ამასთან, მისი თქმით, აშშ-ში, როგორც „დემოკრატებს“, ასევე „რესპუბლიკელებს“ შორის ბევრი ადამიანია, ვისაც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგის განახლება არ სურს. ლავროვის მტკიცებით, მხარეებს შორის ნდობა ბაიდენის ადმინისტრაციამ შეარყია და გაანადგურა. „ახლაც კი, აშშ-ში, როგორც „დემოკრატებს“, ასევე „რესპუბლიკელებს“ შორის, ბევრი ადამიანია, ვისაც არ სურს, რომ პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის ყურადღება რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზებასა და ნებისმიერ საკითხზე დიალოგის განახლებაზე იყოს ორიენტირებული“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)