|
2025-04-10 14:00:47, 592 ნახვა
პოლიტიკა
ედიტ ესტრელა - საქართველოში სიტუაცია გაუარესდა
საქართველოში, სამწუხაროდ, იანვრის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა და ჩვენი ასამბლეის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პროგრესზე საუბარი შეუძლებელია, - ამის შესახებ პორტუგალიელმა პარლამენტარმა ედიტ ესტრელამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს. „სანამ რეზოლუციას წარგიდგენთ, მსურს პირადი შენიშვნა გავაკეთო: ეს არ არის რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომლის წარდგენასაც ამ ასამბლიის წინაშე ვისურვებდი, ეს არ არის დებატები, რომელსაც მოველოდი ამ საგაზაფხულო სესიაზე. გახსოვთ, რომ იანვარში ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიკაციის შესახებ? გახსოვთ, რომ ასამბლეამ გამოხატა ღრმა შეშფოთება საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის შესახებ და დაგმო პოლიციის სისასტიკე დემონსტრაციებისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის კონტექსტში და ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დარბევა. სამწუხაროდ, სიტუაცია იანვრის შემდეგ არ შეცვლილა და ჩვენი ასამბლეის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პროგრესზე ანგარიშის წარდგენა შეუძლებელია, პირიქით, უახლესი ინფორმაციით და ცნობებით სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და დემოკრატიული ოპოზიციისგან, სიტუაცია გაუარესდა“, - აღნიშნა ედიტ ესტრელამ. მისი თქმით, საქართველოში სიტუაცია, პრაქტიკულად, ყველა ფრონტზე გაუარესდა. „ცნო რა დელეგაციის უფლებამოსილება შეზღუდვებით, ასამბლეამ გამოკვეთა მკაფიო რეკომენდაციებისა და მოთხოვნების ნაკრები ქვეყანაში კრიზისის მოგვარების მიზნით, რომელშიც ის ამ სესიისთვის ელოდა მკაფიო და ხელშესახებ პროგრესს. ამიტომ, რეზოლუციის პროექტში, რომელიც დღეს წარვადგენთ, ვაფასებთ საქართველოში, იანვარში, ჩვენი დებატების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. ღრმად ვწუხვართ, რომ ჩვენს რეკომენდაციებთან დაკავშირებით არანაირი პროგრესი არ მომხდარა, პირიქით, დემოკრატიული უკუსვლა გრძელება. სიტუაცია, პრაქტიკულად, ყველა ფრონტზე გაუარესდა. არანაირი ნაბიჯები არ გადადგმულა ასამბლეის მოწოდების განსახორციელებლად, რომ დაუყოვნებლივ დაწყებულიყო ინკლუზიური პროცესი, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვით ისეთი სარჩევნო გარემოს შესაქმნელად, რომელიც ხელშემწყობია ახალი, ნამდვილად დემოკრატიული არჩევნებისთვის. პირიქითმ ჩვენს რეზოლუციაში ხაზგასმულია საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი არაერთი ცვლილება, რომელიც ამ გარემოს დემოკრატიული არჩევნებისთვის კიდევ უფრო არახელსაყრელს ხდის“, - აღნიშნა პორტუგალილმა დეპუტატმა. მისი თქმით, გრძელდება სამართლებრივი პროცესების ბოროტად გამოყენება მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ. „დაპატიმრებები და სამართლებრივი პროცესების ბოროტად გამოყენება მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ განუწყვეტლივ გრძელდება. გრძელდება წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკის შემთხვევები ჯერ კიდევ გამოუძიებელია, დაუსჯელობა გრძელდება. შემაშფოთებელია ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ცნობები, რომ დემონსტრაციებთან დაკავშირებით დაკავებული პირების დიდი ნაწილი დაკავებისა და პატიმრობის დროს წამებასა და არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა. ეს გაუარესება უნდა შეწყდეს, დრამატული დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეიცვალოს, ასამბლეის რეკომენდაციები და მოთხოვნები დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს“, - აღნიშნა ედიტ ესტრელამ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)