|
2025-04-09 12:35:27, 683 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - როდიონოვის ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე ადამიანებმა ჩაანაცვლეს
1989 წელს როდიონოვის ჯარისკაცებმა სცადეს, მაგრამ დამოუკიდებლობის იდეა ვერ მოჩეხეს. დღეს, რუსთაველზე, როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც იმავე დაუნდობლობით ცდილობენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დაჩეხვას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს. როგორც პაპუაშვილი წერს, ახლა, როდესაც სახელმწიფო შემდგარია და ქვეყანა თავის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ბოლომდე იცავს, უცხო ძალამ კვლავ გადაწყვიტა მისი ფუნდამენტის მორყევა. „განსხვავებები არსებობდა ყოველთვის. ისტორიის ყველაზე მძაფრ წუთებშიც კი. ასე იყო 1989 წლის 9 აპრილსაც. აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა მაშინაც, როცა არჩევნები ტარდებოდა და მრგვალი მაგიდის გარდა სხვა პარტიებმა ბოიკოტი გამოაცხადეს; შეხედულებათა სხვაობა იყო რეფერენდუმის ჩატარების საჭიროებაზე; ყველა საკითხზე იყო სხვაობა. აზრთა სხვადასხვაობა სამოქალაქო ომამდეც მისულა. მაგრამ დრო გავიდა, ისტორიამ პროცესი შეაფასა, ხალხმა დასკვნები გამოიტანა. გამოჩნდა, რა იყო უგუნურების ბრალი და რა გარედან წაქეზებით ჩადენილი. და ახლა, როდესაც სახელმწიფო შემდგარია და ქვეყანა თავის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ბოლომდე იცავს, უცხო ძალამ კვლავ გადაწყვიტა მისი ფუნდამენტის მორყევა. კვლავ აამოქმედა სიძულვილის პროპაგანდა. მას სურს გაგვყოს და იბატონოს, დაგვიმორჩილოს და გვმართოს, ჩვენს ეროვნულ ინტერესად თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი შემოგვიცუროს. 1989 წელს როდიონოვის ჯარისკაცებმა სცადეს, მაგრამ დამოუკიდებლობის იდეა ვერ მოჩეხეს. დღეს, რუსთაველზე, როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც იმავე დაუნდობლობით ცდილობენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დაჩეხვას. ეს დღეს აღარ გამოვა. ქართველმა ხალხმა ისწავლა გაკვეთილი. ისწავლა და აირჩია ხელისუფლება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ბოლომდე დაიცავს. ჩვენ ამ პროვოკაციას არ ავყვებით, ისინი ვერ ეღირსებიან თავიანთი სცენარის შესრულებას. ერთადერთი რაც ამ ქვეყანაში შესრულდება, ქართველი ხალხის დაკვეთაა. ეს დაკვეთა თანასწორობა, სამართლიანობა, დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობაა. ჩვენ გავიმარჯვებთ, საქართველო გაიმარჯვებს, 9 აპრილის იდეა და დაღვრილი სისხლი გაიმარჯვებს!“- წერს პაპუაშვილი „ფეისბუქზე“.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)