|
2025-04-02 10:06:20, 809 ნახვა
სამართალი
სასამართლო მამუკა ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ახალ ბრალზე, რომელიც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართება. პროცესზე, რომელიც 13:00 საათზეა დანიშნული, ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. უცნობია, თუ რა სახის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს პროკურატურა ბრალდებულის მიმართ - ეს იქნება გირაო, თუ პატიმრობა. რაც შეეხება თავად ხაზარაძეს, როგორც ის აცხადებს, „რა სასჯელიც არ უნდა იყოს, ეს ვერ შეაცვლევინებს იმ დამოკიდებულებას, რომ ქვეყანა და არჩევნები მიტაცებულია“. „ეს კომისია არის ცირკი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, სამხედროებისა და დაღუპულ გმირების დისკრედიტაციას ახდენს, ამიტომ ბრძოლა იქნება ბოლომდე... ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, მთავრობა არალეგიტიმურია, კომისია დაკავებულია პოლიტიკური პარტიის, კერძოდ ჩემი, ბადრი ჯაფარიძისა და ჩვენი თანამებრძოლების დისკრედიტაციით“, - აცხადებს ხაზარაძე. ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ, ხაზარაძემ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა. მამუკა ხაზარაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)