|
2025-03-31 13:59:21, 813 ნახვა
სამართალი
გიორგი ჩიკვაიძე მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. როგორც გიორგი ჩიკვაიძის ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. „გიორგი ჩიკვაიძე მოითხოვს მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას, რაზეც პენიტენციური დაწესებულება დუმს! გიორგი, მე-19 დღეა შიმშილობს! საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე უარს აცხადებს საპატიმროს კლინიკის ნებისმიერ სამედიცინო დახმარებაზე. გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ყოველდღიურად მძიმდება“,- ნათქვამია გიორგი ჩიკვაიძის ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მასთან ერთად ბრალდებულია მისი მეგობარი ირაკლი პაპიაშვილიც, თუმცა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 12 მარტს დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)