08:12 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 09:14:41, 805 ნახვა

პოლიტიკა
საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ემზარ კვიციანი, გიორგი კაპანაძე, მარიამ რატიანი, გიორგი თარგამაძე და გიორგი კანდელაკი დაიბარეს

"2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი" პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მიწვეული არიან: ემზარ კვიციანი, გიორგი კაპანაძე, მარიამ რატიანი, გიორგი თარგამაძე და გიორგი კანდელაკი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

სხდომა პარლამენტში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

ამავე ინფორმაციით, სხდომის ბოლოს დაგეგმილია პენიტენციური დაწესებულებიდან მსჯავრდებულის ჩართვა;

„სხდომაზე განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, 2008 წლის აგვისტოს ომი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1633 რეზოლუცია. ასევე, საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებული საკითხები და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 2003-2012 წლებში არსებული საპატიმრო პირობები”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics