06:48 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-22 15:27:19, 610 ნახვა

მსოფლიო
ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით მინიმუმ 5 რაკეტა გაისროლეს

22 მარტს დილით ლიბანიდან ისრაელის ქალაქ მეტულას მიმართულებით მინიმუმ ხუთი რაკეტა იქნა გასროლილი, რაც ჩრდილოეთ საზღვარზე პირველი რაკეტული თავდასხმაა დეკემბრის შემდეგ.  ჯერჯერობით ლიბანში არსებულ ტერორისტულ ორგანიზაცია ჰეზბოლას პასუხისმგებლობა არ აუღია.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, საჰაერო დაცვამ ხუთიდან სამი რაკეტა ჩამოაგდო, ხოლო ორი რაკეტა, სავარაუდოდ, ლიბანის ტერიტორიაზე ჩავარდა.  

IDF-მა, გავრცელებული ინფორმაციით, საპასუხოდ სამხრეთ ლიბანში არსებულ სამიზნეებზე საარტილერიო ცეცხლი გახსნა.

ლიბანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავდნენ სამხრეთ ლიბანის აღმოსავლეთით, ხოლო სახმელეთო ჯარებმა ჰამამესის ბორცვებზე სამიზნეებს ცეცხლი გაუხსნეს.

თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ მან ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) სარაკეტო თავდასხმაზე საპასუხო მოქმედებების ჩატარება დაავალა და ბეირუთზე შესაძლო დარტყმის შესახებ მუქარა გააჟღერა.  

"ლიბანის სახელმწიფო პასუხისმგებელია [ცეცხლის შეწყვეტის] შეთანხმების დაცვაზე" - აღნიშნულია IDF-ის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics