06:53 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-22 11:06:11, 581 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისსა და ჰილარი კლინტონს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოართვა

დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისსა და ჰილარი კლინტონს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოართვა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისისა და აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის გარდა საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა ყოფილ „რესპუბლიკელ“ კონგრესმენებს, ადამ კინზინგერსა და ლიზ ჩეინის შეუჩერა.

„ყველა აღმასრულებელი დეპარტამენტისა და სააგენტოს ხელმძღვანელს ვავალებ, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ყველა საჭირო დამატებითი ქმედება განახორციელონ და აღნიშნულ პირებს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუჩერონ“, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებაში.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის ყოფილ მრჩეველს, ჯეიკ სალივანს გასულ თვეში ჩამოართვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics