|
2025-03-17 14:52:56, 499 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე - ეფუძნება ტყუილს, სიცრუეს და არანაირი ფასი არ აქვს
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადება ტყუილს ეფუძნება და მას არანაირი ფასი არ აქვს. „ჩვენ ასეთ არასამართლიან განცხადებებს ძალიან ხშირად ვისმენთ. ეს არახალია ჩვენთვის. ძირითადად, მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები ეფუძნება ტყუილს, სიცრუეს და არანაირი ფასი არ აქვს“, - განაცხადა კალაძემ. ამასთან, მან მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმულ კითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც 15 ქვეყანა საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს და განაცხადა, რომ „ეს ჩვეულებრივი სისულელეა“. „ეს არის ჩვეულებრივი სისულელე. უმჯობესია, მიხედონ თავიანთ ქვეყნებს და თავი დაანებონ სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას,“ - აღნიშნა კალაძემ. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე, ბრიუსელში „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს განუცხადა, რომ „ზეწოლას ახდენენ იმ ადამიანებზე, რომლებიც ახორციელებენ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“. „ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ დაკავებებით, ვგულისხმობ ადამიანების დაპატიმრებებს. ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, რომლებიც, ფაქტობრივად, ახორციელებენ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“, - განაცხადა კალასმა.
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)