|
2025-03-13 08:56:50, 700 ნახვა
საზოგადოება
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები, რექტორთან შეთანხმდნენ დებატებზე, რომელიც 14 მარტს შედგება
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასა და სტუდენტებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ პარასკევს, 22:00 საათზე, შედგება პირდაპირი ეთერი, სადაც რამდენიმე სტუდენტი და გიორგი შალუტაშვილი პირდაპირ ეთერში გამართავენ დებატებს და ისაუბრებენ მიმდინარე მოვლენებზე. სტუდენტების თქმით, შალუტაშვილი „ვერ დაითანხმეს“ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ ჩამოსვლასა და ხალხთან შეხვედრაზე, რომ მას გაეკეთებინა განცხადება, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, შალუტაშვილმა პირობა დადო, რომ ეთერში სტუდენტებთან ერთად დაჯდებოდა. რამდენიმე სტუდენტმა სტატუსის შეწყვეტის შესახებ 10 მარტს განაცხადა. მანამდე, მათი ინფორმაციით, სტუდენტებს, რომლებიც პროტესტს მიმართავდნენ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, შენობის დატოვება მოსთხოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)