|
2025-03-12 11:18:25, 884 ნახვა
საზოგადოება
ბრიტანელმა პროფესორმა, დონალდ რეიფილდმა საქართველოს მმართველი პარტიისგან ჯილდოს მიღებაზე უარი თქვა
ბრიტანელმა პროფესორმა, დონალდ რეიფილდმა საქართველოს მმართველი პარტიისგან ჯილდოს მიღებაზე უარი თქვა. პროფესორ რეიფილდის დაჯილდოების ცერემონია ბრიტანეთში, სამეფო აზიურ საზოგადოებაში იყო დაგეგმილი, პროფესორი ჯილდოვდებოდა მისი წვლილისთვის ქართული ენაში, ლიტერატურასა და ისტორიაში. "მწერალთა სახლმა, კულტურის სამინისტრომ და საქართველოს საელჩომ ბრიტანეთში დიდი ზეიმი მოაწყვეს ლონდონში. დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში ქეთევან დუმბაძეს დონალდ რეიფილდისთვის ჯილდო უნდა გადაეცა ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის. დონალდმა ორგანიზატორებს მიწერა რომ ქეთევან დუმბაძისგან ჯილდოს ვერ მიიღებდა. პასუხად დაამშვიდეს, ჯილდოს შორენა შავერდაშვილი გადმოგცემთო. (ქალბატონი ქეთევანი მართლაც აღარ ჩამოვიდა ლონდონში, ეტყობა მაინც ანერვიულდა ან ვიზა არ მისცეს), თუმცა, საბოლოოდ მან უარი განაცხადა ამ ჯილდოზე, არალეგიტიმური ხელისუფლებისგან ვერ მივიღებო" - წერს ლიკა თარხან-მოურავი სოციალურ ქსელში. დონალდ რეიფილდი რუსულისა და ქართულის ლიტარატურათმცოდნე, დედოფალ მერის უნივერსიტეტის პროფესორია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)