|
2016-03-11 11:15:57, 5032 ნახვა
კულტურა
მიხეილ გიორგაძე ნიკოლოზ რაჭველის მიერ გაკათებეული განცხადებით გაკვირვებულია
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. გიორგაძის თქმით, ის გაკვირვებულია, რადგან მუსიკალურ ცენტრს აქამდე არ ჰქონია ისეთი ხელშეწყობა, როგორიც ბოლო პერიოდში აქვს. მინისტრმა განაცხადა, რომ ორკესტრს ექნება საშუალება ოპერაში რამდენიმე კონცერტი გამართოს. „რა განცხადებაც ნიკოლოზ რაჭველმა სოციალურ ქსელში გააკეთა, ამით გაკვირვებული ვარ. იმიტომ, რომ ეროვნული მუსიკალური ცენტრის ხელშეწყობა ისეთი როგორიც ბოლო წელიწადნახევარში ჰქონდა და აქვს ვფიქრობ, ათწლეულია ასეთი ხელშეწყობა არ ჰქონია. სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე ორკესტრს მიეცემა საშუალება, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში რამდენიმე კონცერტი გამართოს. შემდეგ უკვე, ასე ვთქვათ წლის მეორე ნახევრისთვის ვნახავთ სად რისი საშუალება იქნება, ისევ და ისევ სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ცნობისთვის, ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს, რომ სწორედ კულტურის მინისტრისა და სამინისტროს დამსახურებაა, რომ მათთვის გამოინახა შენობა, რომელიც აქტიურად რემონტდება და ასევე მიეცათ საშუალება ოპერაში გამართონ რამდენიმე კონცერტი, თუმცა თუ 21 მარტამდე ვერ მიიღებენ კონკრეტულ კითხვებზე პასუხს, მწვავე განცხადებას ოპერაში გალაკონცერტის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)