18:21 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-05 11:30:28, 557 ნახვა

მსოფლიო
ალექსანდრე ლუკაშენკო - გადაეცით ტრამპს, რომ პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის მინსკში ველოდები
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ალექსანდრე ლუკაშენკო დონალდ ტრამპს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებებისთვის მინსკში ეპატიჟება, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

„რასაც არ უნდა ფიქრობდეთ მასზე, ზელენსკის დაშინება საჭირო არ არის. მნიშვნელოვანია ზელენსკისთან შეთანხმება, რადგან უკრაინის საზოგადოების დიდი ნაწილი მას მხარს უჭერს. ასე რომ, მნიშვნელოვანია მოლაპარაკება. თუ გსურთ, ჩამოდით! ბელარუსის საზღვრიდან კიევამდე მხოლოდ 200 კილომეტრია. მოდით, დავსხდეთ და შეთანხმებას მშვიდ გარემოში, ზედმეტი აურზაურის გარეშე მივაღწიოთ. გადაეცით ტრამპს, რომ აქ პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის ველოდები. თუ მათ შეთანხმება სურთ, ჩვენ მშვიდად შევთანხმდებით“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ყოფილი პრეზიდენტისგან, ჯო ბაიდენისგან განსხვავებით უფრო დამოუკიდებლად მოქმედებს.

„გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს, მაშინაც კი თუ ისინი არასწორი იქნება. ბაიდენი გადაწყვეტილებებს თავად არ იღებდა. ხალხის დიდი არმია იყო, რომელიც ბაიდენს გარკვეული მიმართულებით უბიძგებდა“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics