|
2025-03-03 21:25:01, 1029 ნახვა
ეკონომიკა
„სფერო ჰოლდინგმა“ მასშტაბური საზეიმო ღონისძიება გამართა - „გრიგოლეთი კურორტია“
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
“გრიგოლეთი კურორტია“- ამ სახელწოდებით, „სფერო ჰოლდინგმა“ მასშტაბური საზეიმო ღონისძიება გამართა. ასობით საზოგადოებისთვის ცნობილი სახე ერთ სივრცეში, მსახიობებს, მომღერლებს, საზოგადო მოღვაწეებს, ბიზნეს სექტორის, მედიის სხვადასხვა სფეროსა და ინსტიტუციის წარმომადგენლებს, მულტიფუნქციურმა კორპორაცია “სფერო ჰოლდინგმა” უმასპინძლა. გრიგოლეთისთვის, კლიმატური კურორტის მინიჭების საკითხი იყო ღონისძიების მთავარი მოტივი, მულტიფუნქციური კორპორაცია „სფერო ჰოლდინგი“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც გრიგოლეთში „სფერო დეველოპმენტის“ პროექტების განხორციელება დაისახა მიზნად, შედეგად დღეს გრიგოლეთი, კურორტია! ამ პროექტების უმრავლესობა დასრულებულია, უფრო მეტიც, საერთაშორისო ავტორიტეტული საექსპერტო ორგანიზაციის „კუშმანის“ დასკვნის საფუძველზე მსოფლიოში უმსხვილეს ბრენდ „ჰილტონსა“ და „სფერო დეველოპმენტს“ შორის შეთანხმება შედგა და დაწყებულია ორი 50 სართულიანი მრავალფუნქციური მეგაპროექტის „სფერო თაუერსების“ განხორციელება. კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, სპორტული მოედნები, სარეაბილიტაციო ცენტრები, შიდა და გარე აუზები, იძლევა შესაძლებლობას უახლოეს მომავალში გრიგოლეთი, კლიმატურ კურორტთან ერთად წელიწადის ოთხივე სეზონზე ცნობილი ბალნეოლოგიური და სპორტული ტურიზმის ცენტრი გახდეს. ღონისძიების წამყვანებმა ადგილზე შეკრებილ საზოგადოებას, მულტიფუნქიური კორპორაცია „სფერო ჰოლდინგის“ დასრულებულ და მომავლის პროექტებზე სრული ინფორმაცია მიაწოდეს. ღონისძიება საზეიმო ვახშმით დასრულდა!
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)