|
2025-03-02 12:24:46, 675 ნახვა
მსოფლიო
ისრაელი ღაზაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ აშშ-ის გეგმას დათანხმდა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ისრაელი მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის წინადადებას ღაზაში, რამადანისა და პასექის დღესასწაულების პერიოდში, ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ, - Reuter-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განმარტებით, უიტკოფის წინადადებით, ღაზაში დარჩენილი მძევლების ნახევარი ცეცხლის შეწყვეტის პირველ დღეს უნდა გათავისუფლდნენ, მეორე ნახევარი კი, ცეცხლის მუდმივად შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ. ნეთანიაჰუს ოფისის განცხადების საპასუხოდ, „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა, მაჰმუდ მარდავიმ აღნიშნა, რომ ეს აშკარა დადასტურებაა იმისა, რომ ისრაელი უარყოფს ადრე ხელმოწერილ გარიგებებს. "ეს მუდმივი მანიპულირება მძევლებს თავიანთ ოჯახებს არ დაუბრუნებს. პირიქით, ეს გამოიწვევს მათ გაგრძელებულ ტანჯვას და საფრთხეს შეუქმნის მათ სიცოცხლეს", - განაცხადა მარდავიმ. შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის პირველი ეტაპის ვადა, რომელიც ძალაში 19 იანვარს შევიდა, შაბათს ამოიწურა. შეთანხმებამ შეაჩერა 15 თვიანი ბრძოლა „ჰამასსა“ და ისრაელს შორის. პირველი ეტაპის დროს „ჰამასმა“ ისრაელს 33 ისრაელელი და ხუთი ტაილანდელი მძევალი გადასცა, რის სანაცვლოდაც, ისრაელმა 1 900 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. ვარაუდობენ, რომ ღაზაში დარჩენილია 24 ცოცხალი და 39 გარდაცვლილი მძევალი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)