|
2025-03-02 10:33:21, 561 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც ინგლისური ოფიციალურ ენად გამოაცხადა ფედერალურ დონეზე
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც ინგლისური ოფიციალურ ენად გამოაცხადა ფედერალურ დონეზე. „ჩვენი რესპუბლიკის დაარსების დღიდან, ინგლისური გამოიყენებოდა ეროვნულ ენად. ამიტომ დიდი ხანია, დადგა დრო, რომ ინგლისური გამოცხადდეს შეერთებული შტატების ოფიციალურ ენად“, – ნათქვამია ტრამპის განკარგულებაში. ამგვარად, აშშ-ის ისტორიაში პირველად ქვეყანას ოფიციალური ენა აქვს. აქამდე ინგლისური ოფიციალურ ენად გამოცხადებული მხოლოდ ცალკეული შტატების დონეზე იყო. კერძოდ, 50 შტატიდან 32-ში. თავისი განკარგულებით დონალდ ტრამპმა გააუქმა 2000 წელს გამოცემული განკარგულება, რომელიც ავალდებულებდა ფედერალური უწყებებს და ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს, უზრუნველეყოთ თარგმანი იმ პირებისთვის, რომლებმაც ინგლისური არ იციან. ახალი განკარგულებით, სააგენტოებმა თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებსაც ისინი აუცილებლად მიიჩნევენ მათი უწყებების ეფექტიანად მუშაობისთვის. დონალდ ტრამპს ინგლისური ენის ოფიციალურ ენად გამოცხადების ინიციატივა წარსულშიც გამოუთქვამს, როდესაც ჯო ბაიდენის საიმიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)