|
2025-03-01 00:46:04, 806 ნახვა
მსოფლიო
კალასი - ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას, რათა მათ გააგრძელონ აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლა
"უკრაინა ევროპაა, ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ.ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას, რათა მათ გააგრძელონ აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლა. დღეს გაირკვა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება. ჩვენზე, ევროპელებზეა დამოკიდებული, მივიღოთ ეს გამოწვევა." - აცხადებს კაია კალასი. ზელენსკისა და ტრამპს შორის თეთრ სახლში, ჟურნალისტების წინაშე შელაპარაკება მოხდა - ზელენსკი ტრამპს მოუწოდებდა რუსეთის მიმართ სიფრთხილე გამოეჩინა, ხოლო ტრამპი ზელენსკის უპატივცემულობაში ადანაშაულებდა. ორი ლიდერის შეხვედრა თეთრ სახლში, ოვალურ ოფისში გაიმართა, სანამ ისინი განიხილავდნენ შეთანხმებას, რომლითაც აშშ-ის წვდომა მიენიჭებოდა უკრაინის მინერალების რესურსებზე. მაგრამ ზელენსკიმ ტრამპს ღიად უსაყვედურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ რბილი მიდგომების გამო. ზელენსკიმ უარყო ტრამპის განცხადებები, რომ უკრაინის ქალაქები მიწასთანაა გასწორებული სამწლიანი ომის შედეგად. ტრამპი აცხადებდა, რომ პუტინს შეთანხმების გაფორმება სურს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)