|
2025-02-28 22:18:31, 635 ნახვა
მსოფლიო
დაძაბული ვითარება ოვალურ კაბინეტში ზელენსკის და ტრამპის შეხვედრისას - ვიდეო
ვაშინგტონსა და კიევს შორის კვირიანი დაძაბული მოლაპარაკებებისა და განცხადებების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და უკრაინის ლიდერის ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი შეხვედრის მოლოდინი დიდი იყო. თუმცა, ალბათ არავის ეგონა, რომ პირდაპირ ეთერში ეს ცხარე კამათში გადაიზარდა. შეხვედრის ტონი ნაკლებად დიპლომატიური გახდა, როდესაც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა უთხრა ზელენსკის, რომ უკრაინას არ ჰყავს საკმარისი ხალხი ბრძოლის გასაგრძელებლად. უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ჯ.დ. ვენსი არ იმყოფებოდა უკრაინაში ასეთი რამის სათქმელად და დასძინა: „მოდი და ნახე“. ვოლოდიმირ ზელენსკი ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსიმ "არაკეთილსინდისიერებაში" დაადანაშაულა. ტრამპმა კი შემდეგ თქვა, რომ უკრაინის ლიდერი „მესამე მსოფლიო ომთან თამაშობს” ზელენსკიმ ვიცე-პრეზიდენტს ჰკითხა, ყოფილა თუ არა ის უკრაინაში და ასევე დასძინა, რომ ომის შედეგებს საბოლოოდ იგრძნობს შეერთებული შტატები . რაზეც ტრამპმა უპასუხა: „ნუ გვეტყვით რას ვიგრძნობთ. თქვენ არ ხართ იმ სიტუააციაში, რომ გვიკარნახოთ, რას ვიგრძნობთ. მოგვიანებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს მოლაპარაკებებისთვის საჭირო "კარტები" და არსებობს მესამე მსოფლიო ომის რისკები და ზელენსკის არ აქვს უფლება დაუდევრად მოიქცეს.
შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში ამერიკის და უკარინის პრეზიდენტების შეხვედრა უკვე თითქმის ერთი საათია მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)