08:51 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-26 12:09:50, 2877 ნახვა

რეგიონი
დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში - სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თამარ ბელქანიას ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში გზების გაწმენდითი სამუშაოები არ შეწყვეტილა. 

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია.

„მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამის განმავლობაში თოვდა, გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა, დაყრილია ტექნიკური მარილი. საგანგებო რეჟიმში მუშაობდა სპეციალური შტაბი, რომელიც შექმნილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში. ახლა შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და ინტერნეტი უწყვეტად მიეწოდება. ადმინისტრაციული ერთეულების საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია“, - განაცხადა თამარ ბელქანიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics