23:57 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-24 08:45:40, 488 ნახვა

მსოფლიო
შვედეთი უკრაინას 113 მილიონი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

შვედეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ უკრაინას 1,2 მილიარდი კრონის (თითქმის 113 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემენ.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის, ბიზნესისა და მრეწველობის მინისტრი ება ბუში და განათლების მინისტრი იოჰან პერსონი გამოცემა Svenska Dagbladet-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობენ.

მათივე განცხადებით, სტოკჰოლმი კიევს Robot 70-ის და Tridon Mk2-ის სისტემებს გადასცემს.

„უკრაინის მხარდაჭერით ჩვენ ვაძლიერებთ საკუთარ უსაფრთხოებას“, - აცხადებენ შვედი მაღალჩინოსნები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics