01:05 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-21 17:47:40, 555 ნახვა

მსოფლიო
ანჯეი დუდა - ზელენსკიმ დამირეკა, შევთავაზე, რომ ტრამპთან თანამშრომლობის კურსი გააგრძელოს

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდამ დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა და შესთავაზა, რომ დონალდ ტრმაპთან "მშვიდი და კონსტრუქციული თანამშრომლობის" კურსი გააგრძელოს. მისივე თქმით, უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა აშშ-ს ჩართულობის გარეშე შეუძლებელია. 

ამის შესახებ დუდამ X-ზე დაწერა

"რამდენიმე წუთის წინ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა. გენერალ კელოგთან ბოლოდროინდელი შეხვედრისა და სხვა განვითარებების ფონზე გულწრფელი საუბარი გვქონდა. მას გადავეცი, რომ თანმიმდევრულად გვწამს, რომ აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე უკრაინაში სისხლისღვრის შეწყვეტისა და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის გზა არ არსებობს.

ამ მიზეზით, პრეზიდენტ ზელენსკის შევთავაზე, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მშვიდი და კონსტრუქციული თანამშრომლობის კურსის ერთგული დარჩეს. მჯერა, რომ კეთილი ნება და პატიოსნება აშშ-ს მოლაპარაკების სტრატეგიის საფუძველს წარმოადგენს. ეჭვი არ მეპარება, რომ პრეზიდენტ ტრამპს გლობალური სტაბილურობისადმი და მშვიდობისადმი პასუხისმგებლობის ღრმა გრძნობა ამოძრავებს". - წერს დუდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics