|
2025-02-21 14:28:39, 3010 ნახვა
სხვადასხვა
როგორ გავწმინდოთ სარეცხი მანქანა
სარეცხი მანქანა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც გვეხმარება ტანსაცმლის თუ ნებისმიერი ტიპის ტექსტილის სისუფთავის შენარჩუნებაში. თუმცა, თუ ამ მოწყობილობას რეგულარულად არ გავწმენდთ, დროთა განმავლობაში შეიძლება გაუჩნდეს უსიამოვნო სუნი, ნადები და მიკრობები, რაც გავლენას მოახდენს მისი მუშაობის ეფექტურობაზე. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ გავწმინდოთ სარეცხი მანქანა მარტივად და ეფექტურად. პირველ რიგში, ვუპასუხოთ კითხვას, თუ რატომ არის საჭირო სარეცხი მანქანის გაწმენდა: ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სარეცხ მანქანაში ნადების დაგროვებაა. სარეცხი საშუალებების ნარჩენები და წყლის ნადები შეიძლება დაგროვდეს მანქანის შიდა ნაწილებზე. არასასიამოვნო სუნს იწვევს მოწყობილობაში არსებული ნესტი და ბაქტერიები, დაბინძურებული სარეცხი მანქანა უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს და არ ასრულებს თავის ფუნქციას სრულყოფილად. სარეცხი მანქანის წმენდა რამდენიმე ნაბიჯს საჭიროებს:
დოლურას ეფექტური წმენდისთვის, შეგიძლია გამოიყენო ძმარი და სოდა, ამისთვის:
ეს მეთოდი იდეალურად გაწმენდს ნადებს და გააქრობს მანქანაში უსიამოვნო სუნს.
დროთა განმავლობაში ფილტრში შეიძლება დაგროვდეს თმა, მტვერი და მცირე ნაწილაკები. ამიტომ, გახსენი ფილტრი, რომელიც, ჩვეულებრივ, მანქანის ქვედა ნაწილშია განთავსებული, ამოიღე დაგროვილი ნარჩენები და გარეცხე თბილი წყლით.
რეგულარულად გააღე სარეცხი მანქანის კარი და ეცადე, რომ სარეცხი მანქანა შიგნიდან კარგად გამოშრეს, ამით თავიდან აირიდებ მასში ნესტის დაგროვებას.
სარეცხი მანქანის წმენდა, საკმაოდ, მარტივი პროცესია, რომელიც დიდ გავლენას ახდენს მის ფუნქციონირებაზე. რეგულარული მოვლა კი უზრუნველყოფს ტანსაცმლის სისუფთავეს, აპარატის ხანგრძლივ მუშაობასა და ენერგიის დაზოგვას. თუ გადაწყვიტეთ ახალი სარეცხი მანქანის შეძენა, extra-ზე მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)