|
2025-02-21 10:54:15, 603 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიო - პრეზიდენტი ტრამპი ძალიან განაწყენებულია ზელენსკიზე
ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ძალიან განაწყენებულია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე და, გარკვეულწილად, სამართლიანად ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტ კეტრინ ჰერიჯთან ინტერვიუში განაცხადა. „გულწრფელად რომ გითხრათ, მეც, პირადად, ძალიან განაწყენებული ვარ, რადგან საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან - ვიცე-პრეზიდენტთან ერთად. ჩვენ განვიხილეთ საკითხი მინერალებზე უფლებების შესახებ და ავუხსენით მათ, ნახეთ, ჩვენ გვინდა ვიყოთ თქვენთან ერთობლივ საწარმოში - არა იმიტომ, რომ თქვენი ქვეყნის მოპარვას ვცდილობთ, არამედ იმიტომ, რომ ვფიქრობთ, რომ ეს რეალურად უსაფრთხოების გარანტიაა. თუ ჩვენ ვიქნებით თქვენი პარტნიორი მნიშვნელოვან ეკონომიკურ წამოწყებაში, ჩვენ მივიღებთ უკან გადასახადის გადამხდელების მიერ გაცემული თანხის - დაახლოებით, 200 მილიარდი დოლარის - ნაწილს და ასევე - ახლა ჩვენ დაინტერესებული ვართ უკრაინის უსაფრთხოებით. მან თქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ამ გარიგების გაკეთება. ორი დღის შემდეგ წავიკითხე, რომ ზელენსკი ამბობს: „მე უარი ვთქვი გარიგებაზე, მე მათ ვუთხარი, ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებთ“. ეს იმ შეხვედრაზე არ მომხდარა“, - აღნიშნა რუბიომ. მისი თქმით, უკრაინამ აშშ-ის მიმართ გარკვეული მადლიერება უნდა გამოხატოს. „ჩვენ ვზრუნავთ უკრაინაზე, რადგან ის გავლენას ახდენს ჩვენს მოკავშირეებზე და, საბოლოოდ, მსოფლიოზე. აქ მადლიერების გარკვეული დონე უნდა იყოს ამაზე, და როცა ამას ვერ ხედავ და ხედავ, რომ ის პრეზიდენტს დეზინფორმაციის სამყაროში ცხოვრებაში ადანაშაულებს, ეს უაღრესად, ძალიან კონტრპროდუქტიულია. „ჩვენ ვზრუნავთ უკრაინაზე, რადგან მას აქვს გავლენა ჩვენს მოკავშირეებზე და, საბოლოოდ, მსოფლიოზე. იქ მადლიერების გარკვეული დონე უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით. როცა ამას ვერ ხედავ და ხედავ, რომ ის პრეზიდენტს დეზინფორმაციის სამყაროში ცხოვრებაში ადანაშაულებს, ეს უაღრესად, ძალიან კონტრპროდუქტიულია“, - აღნიშნა რუბიომ. მისი თქმით, დონალდ ტრამპს სურს მშვიდობა, რადგან ის უკრაინაზე ზრუნავს.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)