16:13 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-21 09:37:13, 594 ნახვა

საზოგადოება
21 თებერვალი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 თებერვალს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით.

საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, დროგამოშვებით ზოგან ძლიერი.

დასავლეთ საქართველოში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -5, 0°, დღისით -1, +4°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით -5, 0°; მაღალ მთაში ღამით -15, -10°, დღისით -6, -1°.

აღმოსავლეთ საქართველოში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ქარბუქი და და ნისლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -6, -1°, დღისით -5, 0°; მთაში ღამით -8, -3°, დღისით -6, -1°; მაღალ მთაში ღამით -15, -10°, დღისით -8, -3°.

თბილისში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით -2°, დღისით 0°.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics