03:33 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-20 10:31:52, 443 ნახვა

მსოფლიო
Telegraph- ბრიტანეთი ტრამპს წარუდგენს უკრაინაში 30 000 ევროპელი სამხედროს გაგზავნის გეგმას

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამს წარუდგენს გეგმას, რომლის თანახმად, ვაშინგტონის შუამავლობით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მისი დაცვის უზრუნველსაყოფად ევროპა უკრაინაში გაგზავნის 30 ათასამდე სამხედროს.

ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი.

ვაშინგტონში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ვიზიტი მომავალ კვირაშია დაგეგმილი.

Telegraph-ის წყაროთა თანახმად, სტარმერი მოითხოვს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში განთავსებული ამერიკული გამანადგურებლები და რაკეტები მზადყოფნაში მოიყვანონ, თუ რუსეთი ზავის პირობებს დაარღვევს.

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალების შექმნის ბრიტანულ-ფრანგული გეგმა წარდგენილი იყო ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტზე, რომელიც ამ კვირაში, პარიზში გაიმართა. სამიტის მოწვევას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, რუსეთთან დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასასრულებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics