|
2025-02-17 19:08:58, 624 ნახვა
ეკონომიკა
ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ შსს პოლიციელებისთვის საკვებს გამარტივებული წესით ყიდულობს.
პრეტენდენტის არ არსებობის გამო და ოთხი ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელებისთვის საკვებს 193 ათას ლარად გამარტივებული წესით ყიდულობს. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვერ იქნა გათვალისწინებული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფების მოთხოვნების უზრუნველსაყოფად 2025 წლისთვის საჭირო საკვები პროდუქტების (სოსისი, ბოსტნეული და თევზი (ორაგული)) შესყიდვის მიზნით გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერები ვერ განხორციელდა. ახალი ტენდერის გამოცხადებასა და გამარჯვებულის გამოვლენას 10 დღე სჭირდება, რაც პოლიციისთვის დიდ დროა. ამიტომ, შესყიდვების სააგენტომ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა გასცა. შესყიდვის ობიექტია: 1. თევზი (ორაგული) – 1000 კგ; 2. სოსისი – 5010 კგ; 3. სხვადასხვა სახის ბოსტნეული, მათ შორის: * კარტოფილი – 33,700 კგ * კომბოსტო – 9350 კგ * ჭარხალი – 2750 კგ * სტაფილო – 4560 კგ * ხახვი – 4560 კგ * ნიორი – 850 კგ * მწვანილი – 3600 კგ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)