04:43 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 18:28:37, 518 ნახვა

მსოფლიო
18 თებერვას უკრაინის პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „France 24“-ი თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორის, ფაჰრეთინ ალტუნის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს 18 თებერვალს, ანკარაში შეხვდებიან.

„შეხვედრაზე განხილული იქნება თურქეთ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ასპექტი, უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, ასევე სხვა რეგიონული და გლობალური საკითხები“, – აღნიშნავს ალტუნი X-ზე.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი 19 თებერვალს, ოთხშაბათს, საუდის არაბეთს ეწვევა, რუსი და ამერიკელი ოფიციალური პირების შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ.

ხვალ, საუდის არაბეთში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics