05:59 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-16 09:14:17, 460 ნახვა

მსოფლიო
მარკ რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკული მხარის ინიციატივით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკ რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ აქტუალურ საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის უკრაინის გარშემო არსებული ვითარების მოგვარებაზე, პალესტინის და, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციაზე, ასევე სხვა რეგიონულ მიმართულებებზე.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, 12 თებერვალს ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის გამართული სატელეფონო საუბრის გაგრძელების სახით, საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა შეათანხმეს, რომ „შენარჩუნდება საკომუნიკაციო არხი რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად, წინა ადმინისტრაციისგან მემკვიდრეობით მიღებული ცალმხრივი ბარიერების მოსახსნელად ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის გზაზე“.

მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრება „იმ გზების შესახებ, თუ როგორ შეწყდეს სწრაფად ობამას ადმინისტრაციის მიერ 2016 წელს დაწყებული კურსი, რომელიც მიმართული იყო აშშ-ში რუსული დიპლომატიური მისიების ფუნქციონირების პირობების მაქსიმალურ გართულებაზე, რამაც, ბუნებრივია, საპასუხო ზომები გამოიწვია“.

„ლავროვმა და რუბიომ დაადასტურეს მზადყოფნა, ერთობლივად იმუშაონ პრეზიდენტების მიერ დასახული ტონის შესაბამისად ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სახელმწიფოთაშორისი დიალოგის აღდგენაზე. შეთანხმდნენ რეგულარულ კონტაქტებზე, მათ შორის რუსულ-ამერიკული უმაღლესი დონის შეხვედრის მოსამზადებლად“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics