12:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-08 23:27:49, 498 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე თარგამაძის ბრალდებაზე: ეს არის დიდი სიცრუე, თემები გამოელიათ და ახლა ეს მოიგონეს

"ეს არის დიდი სიცრუე, თემები გამოელიათ და ახლა ეს მოიგონეს" - ასე გამოეხმაურა კახი კალაძე გივი თარგამაძის ბრალდებას და აღნიშნულს აბსურდული უწოდა.
კალაძის თქმით, ენერგეტიკის სამინისტროს ცალკე ანგარიში არ გააჩნია, ხაზინაში კი მსგავსი ტიპის გადარიცხვები წარმოუდგენელია.

"ეს არის დიდი სიცრუე, საერთოდ არ მესმის რაზეა საუბარი და რამდენად ღირს სეროზული კომენტარის გაკეთება. ენერგეტიკის სამინისტროს ცალკე ანგარიში არა აქვს, ერთადერთი ანგარიში არის ხაზინა და არა მგონია, ხაზინაში ასეთი თანხები ირიცხებოდეს. რაც შეეხება ბანკ კალა კაპიტალს, ასეთი ბანკი არ არსებობს. ჩემი დაარსებული ბანკი პროგრეს ბანკია, რომელიც მე გავასხვისე თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ," - განცხადა კახი კალაძემ გადაცემა არჩევანში.

ცნობისთვის,  ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გივი თარგამაძემ კახი კალაძეს ბრალი დასდო. თარგამაძის თქმით, ენერგეტიკის სამინისტროს ე.წ. კანონიერმა ქურდმა დავით ქარსელაძემ, მეტსახელად "კალატოზამ" 1 მილიონ 100 ათასი ლარი ჩაურიცხა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics