08:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 16:40:22, 403 ნახვა

მსოფლიო
მოლდოვაში რუსული კულტურის ცენტრი იხურება

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, კიშინიოვში რუსული კულტურის ცენტრი დაიხურება.

სამინისტრომ გადაწყვეტილება მოლდოვის საჰაერო სივრცეში შემოფრენილი დრონების გამო მიიღო.

13 თებერვალს მოლდოვის საჰაერო სივრცე რამდენიმე რუსულმა დრონმა დაარღვია, მოგვიანებით უპილოტო საფრენი აპარატები ტარაკლიის რაიონში ჩამოვარდა.

"ამ პროვოკაციების საპასუხოდ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება გააუქმოს 1998 წელს მიღებული მოლდოვისა და რუსეთის შეთანხმება კულტურული ცენტრების შექმნის შესახებ. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ რუსული კულტურის ცენტრმა უნდა შეწყვიტოს ჩვენს ქვეყანაში მოღვაწეობა". – წერია საგარეოს განცხადებაში.

რუსული მეცნიერებისა და კულტურის სახლი კიშინიოვში 2009 წელს გაიხსნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics