09:41 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-12 13:38:45, 431 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტარი - ყველა, ვინც პასუხისმგებელია გაყალბებულ არჩევნებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე, უნდა დასანქცირდნენ - ეს იქნება ჩვენი პასუხი

მე მივესალმები ევროპარლამენტის პოზიციას საქართველოსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტი დგას ქართველი ხალხის გვერდით, იმ ხალხთან, რომელიც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვისთვის იბრძვის და ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ კრიზისს საქართველოში - ამის შესახებ განაცხადა ევროპარლამენტარმა, დევიდ მაკალისტერმა.

მისივე თქმით, ევროპას სურს თავისუფლებამ გაიმარჯვოს და ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ნება აღსრულდეს, რათა გაგრძელდეს ამ დიდებული ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. 

,,ყველა, ვინც პასუხისმგებელია გაყალბებულ არჩევნებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე, უნდა იქნან სანქცირებულნი. ეს იქნება ჩვენი პასუხი, რომ არ შევეგუებით მსგავს ქმედებებს. მე საქართველოში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში და სხვა ქალაქებში. როგორც კი იქ ჩახვალ, გრძნობ, რომ ევროპულ ქვეყანაში ხარ, სადაც ევროპული მემკვიდრეობა და კულტურაა. ამიტომ, თუ ქართველი ხალხის სურვილი იქნება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვეყანა გააგრძელებს თავის ევროპულ გზას. საქართველო იყო სწორ გზაზე და სამწუხაროდ მისმა ახლანდელმა მთავრობამ შეაჩერა ეს პროცესი. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში, მაგრამ პირობები უნდა შესრულდეს"- განაცხადა ევროპარლამენტარმა, "მთავარ არხთან" საუბრისას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics