|
2025-02-12 10:48:53, 496 ნახვა
საზოგადოება
77-ე დღე - პროევროპული აქციების განრიგი
უწყვეტი პროევროპული აქცია/მარში 77-ე დღესაც გრძელდება. მოქალაქეები დედაქალაქსა და რეგიონებში აქციებს გამართავენ და კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ხელისუფლების მიერ წარმოებულ პოლიტიკას და გადადგმულ ნაბიჯებს. ამასთან, ისინი უკვე ორ თვეზე მეტია აქციებზე უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ. 12 თებერვლის პროტესტების განრიგი: თბილისი: 13:00 საათი, საპროტესტო აქცია რეჟიმის წინააღმდეგ - დღის მოძრაობა! მეტრო სამედიცინო უნივერსიტეტი 16:30 საათი, დევნილები უსამართლო საბინაო პოლიტიკის წინააღმდეგ! დევნილთა სააგენტო (თამარაშვილის 15ა) 19:00 საათი, ვიკრიბებით საზმაუსთან პროპაგანდის წინააღმდეგ! საზოგადოებრივ მაუწყებელთან 20:00 საათი, პროფესიების პროტესტი: ოთხშაბათი - ინტელექტუალური სერვისები (იურისტები, მარკეტერები, HR-ები, არქიტექტორები, დიზაინერები) რუსთაველის გამზირი 20:30 საათი, საიუბილეო მსვლელობა რუსთაველისკენ - პაატა ბურჭულაძე 70 წლისაა! ფილარმონია ქუთაისი: 19:00 საათი, უწყვეტი პროტესტი ქუთაისში -კი ევროპას, არა რუსეთს! ცენტრალური მოედანი ბათუმი: 19:00 საათი, სამშობლოს სამსახურში! პროტესტის 77-ე დღე საკონსტიტუციო სასამართლოსთან ზუგდიდი: 18:00 საათი, წინააღმდეგობის 77-ე დღე! სამხარეო ადმინისტრაცია თელავი: 18:00 საათი, საპროტესტო აქცია! მერია გორი: 17:00 საათი, საპროტესტო აქცია საკრებულოსთან ახმეტა: 17:00 საათი, არ გაჩერდება ხალხის მდინარე, ქვეყნის გულიდან გამომდინარე! პროტესტის 77-ე დღე! მერია ახალციხე: 18:00 საათი, არა რუსულ რეჟიმს! შოთა რუსთაველის ძეგლთან
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)