10:52 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-09 11:06:04, 541 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს უკრაინის ომის შესახებ ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის ომის შესახებ ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რამდენჯერ ისაუბრა პუტინთან, ტრამპმა უპასუხა: „სჯობს, არ ვთქვა“.

მისი თქმით, პუტინი დაინტერესებულია ბრძოლის ველზე არსებული ვითარებით და სურს, ადამიანები აღარ იღუპებოდნენ.

„ყველა ის დაღუპული ადამიანი. ახალგაზრდა, ლამაზი ადამიანები. ისინი შენს შვილებს ჰგვანან, ორი მილიონი - და უმიზეზოდ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის არასდროს მოხდებოდა, 2022 წელს პრეზიდენტი რომ თავად ყოფილიყო.

”მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პუტინთან. ბაიდენი ჩვენი ერისთვის სირცხვილი იყო. სრული სირცხვილი”, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ მას აქვს კონკრეტული გეგმა ომის დასასრულებლად.

”იმედი მაქვს, რომ სწრაფად. ყოველდღე ხალხი კვდება. ეს ომი ძალიან ცუდია. მინდა დავასრულო ეს წყეული რაღაც", - აღნიშნა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics