12:28 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 22:52:14, 584 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი წულუკიანზე: ვერ იტანს, რომ ვარ დაუმორჩილებელ თანამდებობაზე

''თეა წულუკიანი ვერ იტანს, რომ ვარ დაუმორჩილებელ თანამდებობაზე'' - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილმა თეა წულუკიანის მისამართით განაცხადა. მისი თქმით, ფარულ ჩანაწერებში არ არის ინტიმური კადრები, რაც საზოგადოებას აინტერესებს.

''თეა წულუკიანი ვერ იტანს, რომ ვარ ამ თანამდებობაზე - დაუმორჩილებელი სტრუქტურის დაუმორჩილებელ თანამდებობაზე. ახლა გამჟღავნდა, ბრჭყალები გახსნა.. ფარული ჩანაწერი უკავშირდება იმას, რომ თითქოს რაღაც სიტყვებს ვხმარობ შეზარხოშებული და მთლად ადეკვატურად არ ვიქცევი. არ არის ეს ინტიმური კადრები, რაც აინტერესებდა საზოგადოებას. ფოტომასალას რაც შეეხება, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, რაიმე ისეთი მაკონტროლებელი ბუნებაში არ არსებობს'' - განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა. 

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ხელისუფლება, კერძოდ, იუსტიციის მინისტრი, მისი [გიორგი პაპუაშვილის] პირად ფოტო და ვიდეო მასალის გამოქვეყენაბს აპირებს. 

საპასუხოდ, თეა წულუკიანმა პაპუაშვილის ბრალდებას უარყო და განაცხადა, რომ რაც გამოსაქვეყნებელი იყო მან უკვე გამოაქვეყნა. წულუკიანის თქმით, პაპუაშვილის შესახებ მას სხვა არანაირი დაკომუნტაცია არ გააჩნია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics