|
2025-02-06 15:39:34, 540 ნახვა
სამართალი
სასამართლოში IDF-ის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე IDF-ის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი კლდიაშვილის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ნინო ენუქიძე იხილავს. როგორც გიორგი კლდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შსს მას 4 იანვარს რუსთაველის გამზირის გადაკეტვაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება. მისი თქმით, წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ამტკიცებს ფაქტს, რასაც ედავებიან, შესაბამისად, ბრალი უსამართლოა. “ზოგადად, ეს არის სისტემური დაშინების მცდელობა შსს-სგან და ამ რეჟიმისგან, მაგრამ ამით იმ ხალხს, ვინც აპროტესტებს რეჟიმის უკანონობას, ვითხოვთ ახალ არჩევნებს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას, ნამდვილად ვერ დაგვაშინებენ. ყველა უნდა იცოდეს, რომ ეს არის ფაბრიკაცია, საზოგადოების დაშინების მცდელობა, რომელსაც სისტემური სახე აქვს”, - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)