|
2025-02-03 16:51:39, 640 ნახვა
ეკონომიკა
რომან გოცირიძე - ეროვნული ბანკის საბჭოში ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი პირები ინიშნებიან
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის და ყოფილი დეპუტატის რომან გოცირიძის განცხადებით, სებ-ის საბჭოს წევრობის 4 ახალი კანდიდატი, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილმა დღეს პარლამენტს წარუდგინა ბიძინა ივანიშვილის დავალებების შესრულებებისადმი მორჩილებით გამოირჩევიან. დღეს მიხეილ ყაველაშვილმა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებად - ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ლევან ძნელაძე და ნინო ჯელაძე წარადგინა. "ეროვნული ბანკის საბჭო ოთხი ახალი წევრით შეივსება. ყველა ეროვნული ბანკის მოქმედი თანამშრომელი ან ყოფილი მინისტრია. არცერთი გარედან. ფაქტობრივად, მორჩილებითა და ივანიშვილის დავალებების შესრულებით გამოცდილი პირები დაინიშნება. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პრეზიდენტი გახდება. ეროვნული ბანკი “ქართუს” კანტორად გადაიქცა", - აცხადებს რომან გოცირიძე. ამჟამად ეროვნულ ბანკს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა მართავს. 2023 წლის ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა საბჭოს ორი აღმასრულებელი წევრი აირჩია - ვიცე-პრეზიდენტების პოსტები ეკატერინე მიქაბაძემ და ეკატერინე გალდავამ დაიკავეს. თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი კი საბჭოს არააღმასრულებელი წევრები არიან. შესაბამისად, ამჟამად საბჭო მხოლოდ 5 წევრისგან შედგება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)