20:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 09:48:39, 1569 ნახვა

ომი უკრაინაში
ქალაქ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ისევ დრონებით შეტევა იყო

3 თებერვალს გამთენიისას, აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის იმ რაიონში, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს.

რეგიონის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის თანახმად, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონების „მასირებული შეტევა მოიგერიეს“.

გუბერნატორის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე გამოიწვია ხანძარი, რომელიც „ოპერატიულად ლოკალიზებულია“. რამდენად ასახავს ეს ინფორმაცია რეალობას, დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმებული არ არის.

დრონებით შეტევის გამო დროებით დაკეტეს ვოლგოგრადის აეროპორტი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში ვოლგოგრადის ოლქში 25 უკრაინული დრონი „გაანადგურეს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics