|
2016-03-07 14:41:14, 555 ნახვა
საზოგადოება
კელი: მოვუწოდებ ყველა ადამიანს C ჰეპატიტზე ტესტირება გაიაროს
იმედი გვაქვს, რომ C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში საქართველო იქნება მოდელი, რომლის ტირაჟირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელდება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ განაცხადა. როგორც იან კელიმ აღნიშნა, ეს პროექტი არა მარტო საქართველოსთვის არამედ მთელი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოოდ იქნება მცდელობა, რომ ყველა ადამიანი განიკურნოს ამ დაავადებისგან და ეს მსოფლიოსთვის მაგალითი იქნება. "ძალიან მნიშვნელოვანია ის მაჩვენებელი, თუ რა მაღალი შედეგები მივიღეთ ამერიკასა და საქართველოს შორის პარტნიორობისგან. აქ ჩართულია კერძო სექტორი, რომლებიც საკმაოდ ძვირადღირებულ პროდუქტს აწვდიან საქართველოს მთავრობას. ხელისუფლება კი თავის მხრივ საკუთარ რესურსებს აბანდებს, რათა ეს საუკეთესო შანსი გამოიყენოს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მუშაობას, შეერთებული შტატების ხელისუფლების წვლილს ამ ძალისხმევის მიმართულებით. აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან და მე ვთვლი, რომ მთავრობა მაღალ შეფასებას აძლევს კერძო და საჯარო პარტნიორობის მაგალითებს და მოუწოდებს მათ მეტი ჩართულობისკენ", - აღნიშნა იან კელიმ. იან კელიმ ყველა ადამიანს მოუწოდებს, ტესტირება გაიარონ, ვინაიდან, შემდეგ მისი დოკუმენტირება მოხდება. მისივე თქმით, მან ტესტირება პირადადაც ჩაიტარა და შედეგი უარყოფითი იყო. ელჩმა ანალიზი მინისტრის თხოვნით გაიკეთა. "სამწუხაროდ, როგორც ვიცი, ასობით ათასი ადამიანი არ აღმოჩნდა ისეთივე იღბლიანი, როგორიც მე. მსოფლიოში კი მილიონობით ადამიანი იტანჯება ამ საშინელი დაავადებით. მე ამაყი ვარ, რომ ამერიკის მთავრობა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეხმარება საქართველოს, რათა ეს გახდეს პირველი ქვეყანა, რომელმაც აღმოფხვრა ეს უსაშინლესი დაავადება თავის ქვეყანაში. მრავალი თქვენგანი დაადასტურებს, თუ რამდენად საშინელ დაავადებასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა საქარტველოში აშშ-ს ელჩმა.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)