14:50 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-01 10:02:48, 655 ნახვა

მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის შემცირებას და სახელმწიფო დეპარტამენტისთვის დაქვემდებარებას განიხილავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შემცირებას და მისი ფუნქციების სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლის ქვეშ მოქცევას. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, „ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ“ (NSC) მიმდინარე კვირაში აღნიშნულ საკითხზე დისკუსიებს უმასპინძლა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა.

„როიტერთან“ ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, თეთრი სახლი იკვლევს იურიდიულ მექანიზმებს, რომლებიც შესაძლოა დონალდ ტრამპს USAID-ის დამოუკიდებლობის დასასრულებლად აღმასრულებელი ბრძანების გამოყენების საშუალებას მისცემდეს.

ამასთან, გაურკვეველია, აქვს თუ არა ტრამპს კონგრესის გვერდის ავლით ასეთი ბრძანების გამოცემის უფლება.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული განხილვებში მონაწილეობდნენ ახლად შექმნილი მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ოფიციალური პირებიც, რომელთა მუშაობას ტრამპის მრჩეველი, მილიარდერი ილონ მასკი ხელმძღვანელობს. მათ, სავარაუდოდ, ამ კვირაში ვაშინგტონის ცენტრში მდებარე USAID-ის შტაბ-ბინაც მოინახულეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics