|
2025-01-31 17:51:28, 7506 ნახვა
მსოფლიო
მამუკა მამულაშვილი ფიცოს განცხადებაზე - ეს არის რუსული სპეცსამსახურების ხელწერა
ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოა, აქ ჩანს რუსული სპეცსამსახურების ხელწერა - ამის შესახებ "ექსპრესნიუსთან" ,,ქართული ლეგიონის" მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა, რომელსაც სლოვაკეთის ხელისუფლება ქვეყანაში შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და მას ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. მამულაშვილის განცხადებით, ''ქართული ლეგიონი'' არის დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო, არა მხოლოდ უკრაინაში და საქართველოში, არამედ მთელს ევროპაში და შეერთებულ შტატებში.
შეგახსენებთ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ შს მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აჩვენა ფოტო, რომელზეც მამუკა მამულაშვილთან ერთად არიან „ინიციატივა – მშვიდობა უკრაინისთვის“ წარმომადგენელი ლუსი შტასელოვა და სლოვაკური გამოცემის, Denník N-ის კომენტატორი მარტინ მ. შიმეჩკა. სლოვაკეთის საინფორმაციო სამსახურის (SIS) დირექტორის, პაველ გასპარის თქმით, დაზვერვის სამსახურმა დაადასტურა „ქართული ლეგიონის“ პირადი და ეკონომიკური კავშირები საჯარო სექტორსა და ოპოზიციასთან. მას არ დაუკონკრეტებია, რა კავშირებზეა საუბარი. მისივე თქმით, შექმნილი იყო სპეციალიზებული ჯგუფი, რომელშიც, გარდა „ფარული თანამშრომლებისა, შედიოდნენ პოლიციისა და ფინანსური ადმინისტრაციის თანამშრომლები“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)