05:51 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 20:19:51, 509 ნახვა

საზოგადოება
ბაჩო ქაჯაია - ველი საბოლოოდ გამარჯვებას, საბოლოო გამარჯვებაში იგულისხმება ესეც, რომ მაუწყებელი ხალხს დაუბრუნდეს

„მე ველი საბოლოოდ გამარჯვებას, საბოლოო გამარჯვებაში იგულისხმება ესეც, რომ მაუწყებელი დაუბრუნდეს ხალხს,“ - ამის შესახებ მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

ქაჯაიას თქმით, როდესაც ხალხი გამარჯვებას დააკანონებს, ყველა ინსტიტუცია თავის ადგილს დაუბრუნდება.

„თვითონ სიტყვა გვეუბნება, რატომ უნდა ისმოდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოების ხმა. ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა, მისი ფუნქციაც ეს არის და მისი არსიც.

ყველგან უნდა ისმოდეს ხალხის ხმა, და განსაკუთრებით იმ ინსტიტუციებში თუ სტრუქტურებში, სადაც ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა.

მე ველი საბოლოოდ გამარჯვებას, საბოლოო გამარჯვებაში იგულისხმება ესეც, რომ მაუწყებელი დაუბრუნდეს ხალხს, იმიტომ, რომ ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას, ჩვენ ვითხოვთ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას, ჩვენ ვითხოვთ დამოუკიდებელ, თავისუფალ არჩევნებს და ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლებას. შესაბამისად, როდესაც ამ ყველაფერს მივაღწევთ და გამარჯვებას დავაკანონებთ, შემდგომ ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება.

ჩვენ არ გავჩერდებით, იმიტომ, რომ რისთვისაც გვინდა თავისუფლება, ეს არის იმ საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელიც არ და ვერ შეეგუება უსამართლობასა და უკანონობას,“ - განაცხადა ბაჩო ქაჯაიამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics