16:36 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 10:54:40, 421 ნახვა

მსოფლიო
სახელწიფო დეპარტამენტი - მივესალმებით რუსეთის წინააღმდეგ EU-ს სანქციების გახანგრძლივებას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს ტელეფონით ესაუბრა. 

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, რუბიომ კალასთან საუბრისას ხაზი გაუსვა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერების საჭიროებას და ევროპულ სახელმწიფოებს თავდაცვის ხარჯების ზრდისკენ მოუწოდა. 

საუბარი შეეხო როგორც ჩინეთისგან, ასევე რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს და ოფიციალური განცხადების მიხედვით, მარკო რუბიო მიესალმება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას. 

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რამდენიმე დღის წინ, კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა. თავდაპირველად, სანქციების გაგრძელებას უნგრეთი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა საბოლოოდ ისიც დათანხმდა და ამის მიზეზად "ევროკავშირისგან მიღებული ენერგოუსაფრთხოების გარანტიები" დაასახელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics