|
2016-03-06 10:21:45, 668 ნახვა
სამართალი
შსს-მ მომახურების სააგენტოს დაღუპული პოლიციელების შვილებს უმპასპინძლა
შსს-ს მომსახურების სააგენტოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების შვილები ესტუმრნენ. 6-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა და შსს-ს სპორტული კლუბის „MIA FOrce“ წევრებმა უმასპინძლეს. შსს-ს ინფორმაციით, სტუმრებმა შსს-ს მომსახურების სააგენტოს შენობა დაათვალიერეს და არსებული სერვისების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. სააგენტოს ავტოდრომზე ბავშვები შსს-ს სპორტული კლუბის წევრების მიერ სპეციალურად მათთვის მოწყობილ სანახაობას დაესწრნენ, სპორტული ავტომანქანებით გაისეირნეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. „MIA FORCE“-ის წევრმა, ავტომრბოლელმა დათა ქაჯაიამ დაღუპული პოლიციელების შვილებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ შემეცნებითი პრეზენტაცია ჩაუტარა და საკუთარ სპორტულ კარიერაზე ესაუბრა. დათა ქაჯაია პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც 2015 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ძარიანი ავტომობილებით რბოლაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. დაღუპული პოლიციელების ხსოვნის პატივსაცემად, დათა ქაჯაიამ ჩემპიონატზე ჯილდოდ მიღებული თანხის ნაწილი დღეს მათ მცირეწლოვან შვილებს გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)