|
2016-03-05 15:49:28, 813 ნახვა
სამართალი
ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა დღეს გაგრძელდება
„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიშვილის დაკითხვა სავარაუდოდ დღეს გაგრძელდება. როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, დაკითხვა 16:00 საათზე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდება. სამართალდამცველებმა ალექსი პეტრიაშვილი ერთხელ უკვე დაკითხეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დაკითხვა გადაიდო. შეგახსენებთ, "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანს ალექსი პეტრიაშვილს 26 თებერვალს, საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე, უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. პეტრიაშვილს ორი ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ამ დრომდე რესპუბლიკურ საავდმყოფოში იმყოფება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)