|
2025-01-22 17:32:21, 610 ნახვა
სამართალი
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი - მზია ამაღლობელის შემთხვევა სამართლებრივი უსამართლობაა
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა, საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა, რომ მისი დაპატიმრება სამართლებრივ უპრინციპოობასა და უსამართლობას წარმოადგენს. „მზია ამაღლობელი იმ ქმედებებისთვისაა დაპატიმრებული, რომელიც არ შეიძლება შეფასდეს როგორც თავდასხმა. სააპელაციო სასამართლომ საჩივარი, რომელიც პატიმრობის აღკვეთის ღონისძიების დაუსაბუთებლობას ეხებოდა, დაუშვებლად ცნო. ამასთან, სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ პოზიციაში ნათქვამია, რომ პატიმრობის შეფარდება არ არის დასაბუთებული და უნდა იქნას გამოყენებული უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება,“ – აღნიშნა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა. მას მიაჩნია, რომ ქვეყანაში ხდება სამართლებრივი უსამართლობის გამოხატულება, რაც საქართველოს მოქალაქეების აქტიურ წინააღმდეგობას საჭიროებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)