|
2025-01-22 16:29:39, 481 ნახვა
სამართალი
ზვიად ქორიძე სასტუმრო „შერატონში“ ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე დაზარალებულად ცნეს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი, ზვიად ქორიძე, სასტუმრო „შერატონში“ მასზე ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე დაზარალებულად ცნეს. როგორც ქორიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მას დღეს გადასცეს დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება. „დღეს გადმომეცა დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება,“ - განაცხადა ქორიძემ. ცნობისთვის, ზვიად ქორიძის ინფორმაციით, ინციდენტი ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მოხდა, როდესაც მას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ თავს დაესხა. ქორიძის თქმით, სამხარაძე მას აგინებდა, იყო მუქარაც, რაც საბოლოოდ უსაფრთხოების დაცვის ჩარევით დასრულდა. ქორიძე კლინიკაშიც გადაყვანილი იყო. ბოლო ინფორმაციით, ზვიად ქორიძე ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ფიზიკური და მორალური დაზიანებების გამო დაზარალებულად ცნეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)