|
2025-01-20 10:17:06, 658 ნახვა
სამართალი
მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, აჭარის პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს აჭარის პროკურატურასთან. ჟურნალისტები მეოთხე დღეა, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს სხვადასხვა ლოკაციაზე მართავენ. ისმის შეძახილები – „თავისუფლება მზიას“. ჟურნალისტებმა სტიკერებიც გააკრეს პროკურატირის შესასვლელთან. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ, უფლებამოსილება შეუწყდეს ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს იქამდე, ვიდრე, მათი თქმით, არ იქნება გამოძიებული ის ძალადობის ფაქტები, რომელსაც ჟურნალისტების განცხადებით, ადგილი ჰქონდა მისი მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ მის დაკავებამდე და დაკავების შემდეგ. „მზია ამაღლობელი ციხეში უფრო საშიშია ამ რეჟიმისთვის, ვიდრე გარეთ. ვერ ვიტყვი, რომ პრაგმატული აზროვნებით ამას გაიაზრებენ, მაგრამ მგონია, მიხვდებიან, რომ მათთვის ასე აჯობებს და მაქვს მოლოდინი, რომ გაათავისუფლებენ“,-აცხადებს ჟურნალისტი ირმა ზოიძე. ამ დრომდე უცნობია, ცნობს თუ არა დასაშვებად სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელის ადვოკატების სარჩელს და შეცვლის თუ არა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონოსძიების შეცვლის თაობაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)