|
2025-01-19 15:45:18, 626 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა მრჩევლებს უთხრა, რომ ინაუგურაციიდან პირველ 100 დღეში ჩინეთში ჩასვლა სურს, რათა გააღრმაოს პირადი კავშირები სი ძინპინთან
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მრჩევლებს უთხრა, რომ ინაუგურაციიდან პირველ 100 დღეში ჩინეთში ჩასვლა სურს, რათა გააღრმაოს პირადი კავშირები ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯოურნალი“ წერს.გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. გამოცემის ცნობით, პეკინში განაცხადეს, რომ ტრამპმა და სი ძინპინმა თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით განიხილეს პირადი შეხვედრის შესაძლებლობა და, ერთ-ერთი ვარიანტის თანახმად, ტრამპი ჩინეთის ლიდერს აშშ-ში მიიწვევდა. ამასთან, უცნობია დააყენა თუ არა ტრამპმა ჩინეთში ვიზიტის საკითხი 17 იანვრის სი ძინპინთან სატელეფონო საუბრისას. როგორც ცნობილია, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტსა და ჩინეთის ლიდერს შორის სატელეფონო მოლაპარაკებები 17 იანვარს შედგა. აღსანიშნავია, რომ 20 იანვარს გაიმართება ტრამპის ინაუგურაცია. ტრადიციის თანახმად, მსოფლიოს ლიდერებს არ იწვევენ აშშ-ის პრეზიდენტების ინაუგურაციაზე, თუმცა დეკემბერში რამდენიმე მედიასაშუალება წერდა, რომ ტრამპმა თავის ინაუგურაციაზე სი ძინპინი მიიწვია, რომელმაც ცერემონიალზე დასწრებაზე უარი განაცხადა. 17 იანვარს ჩინეთში განაცხადეს, რომ ტრამპის ინაუგურაციას ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჩჟენი დაესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)